вторник, 21 июня 2016 г.

პროექტის მეცხრე დღე

დღეს ჩვენი პროექტის ფასილიტაციის ნიმუშები შევქმენით, დავასრულეთ სახელმძღვანელოზე მუშაობა, გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაციები.
ბლოგზე განვათავსეთ პორტფოლიო.
პროექტებით სწავლება მოსწავლეებისაგან დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა მიღებული შედეგი ძალისხმევას სავსებით ამართლებს, კვლევები ცხადყოფს, რომ ასეთი სწავლების დროს მოსწავლეები მეტად არიან ჩართულები სწავლის პროცესში, რადგან ეს მათ ყოფა-ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.
ტრენინგით ვისწავლე პროექტების შექმნა, ძალიან საინტერესო  და სასიამოვნო იყო მუშაობა, რუსას დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

понедельник, 20 июня 2016 г.

პროექტის მერვე დღე

კიდევ ერთხელ განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.  მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე შევქმენით იდნივიდუალური ბარათები. პროექტის გეგმა განვიხილეთ თავიდან ბოლომდე. გადმოვიწერეთ დამატებითი რესურსები პროექტის საბოლოო სახით დასრულებისათვის. ძალიან ნაყოფიერი დღე გვქონდა.

пятница, 17 июня 2016 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს განვიხილეთ პროექტების სწავლების მე-5 მოდული, მოსწავლეთა პროექტების შეფასება,  ჩვენი პროექტისათვის შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები, ვიმუშავეთ შეფასების მოკლე მონახაზზე. დავათვალიერეთ სხვადასხვა ნიმუშები მოსწავლეთა პროექტების შეფასების რუბრიკებისა. დავალება გვაქვს მოსწავლის გაზეთის, ჯგუფური მუშაობის , თვითშეფასების და ურთიერთშეფასების და პრეზენტაციის შეფასების  რუბრიკების შედგენა.

среда, 15 июня 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს გავეცანით პროექტების სწავლების მეოთხე მოდულს, გადმოვიწერეთ მოსწავლის გაზეთის ნიმუშები, შაბლონები და შევქმენით ჩვენი პროექტისთვის მოსწავლის გაზეთი. <3რუსა