пятница, 24 июня 2016 г.
вторник, 21 июня 2016 г.
პროექტის მეცხრე დღე
დღეს ჩვენი პროექტის ფასილიტაციის ნიმუშები შევქმენით, დავასრულეთ სახელმძღვანელოზე მუშაობა, გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაციები.
ბლოგზე განვათავსეთ პორტფოლიო.
პროექტებით სწავლება მოსწავლეებისაგან დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა მიღებული შედეგი ძალისხმევას სავსებით ამართლებს, კვლევები ცხადყოფს, რომ ასეთი სწავლების დროს მოსწავლეები მეტად არიან ჩართულები სწავლის პროცესში, რადგან ეს მათ ყოფა-ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.
ტრენინგით ვისწავლე პროექტების შექმნა, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო მუშაობა, რუსას დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
понедельник, 20 июня 2016 г.
პროექტის მერვე დღე
კიდევ ერთხელ განვიხილეთ შეფასების რუბრიკები. მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე შევქმენით იდნივიდუალური ბარათები. პროექტის გეგმა განვიხილეთ თავიდან ბოლომდე. გადმოვიწერეთ დამატებითი რესურსები პროექტის საბოლოო სახით დასრულებისათვის. ძალიან ნაყოფიერი დღე გვქონდა.
суббота, 18 июня 2016 г.
пятница, 17 июня 2016 г.
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღეს განვიხილეთ პროექტების სწავლების მე-5 მოდული, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, ჩვენი პროექტისათვის შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები, ვიმუშავეთ შეფასების მოკლე მონახაზზე. დავათვალიერეთ სხვადასხვა ნიმუშები მოსწავლეთა პროექტების შეფასების რუბრიკებისა. დავალება გვაქვს მოსწავლის გაზეთის, ჯგუფური მუშაობის , თვითშეფასების და ურთიერთშეფასების და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების შედგენა.
среда, 15 июня 2016 г.
ტრენინგის მეექვსე დღე
დღეს გავეცანით პროექტების სწავლების მეოთხე მოდულს, გადმოვიწერეთ მოსწავლის გაზეთის ნიმუშები, შაბლონები და შევქმენით ჩვენი პროექტისთვის მოსწავლის გაზეთი. <3რუსა
вторник, 14 июня 2016 г.
ტრენინგის მეხუთე დღე
დღეს განვიხილეთ შექმნილი პრეზენტაციები, მივიღეთ უკუკავშირი კოლეგებისაგან, ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შერჩევა. ვიმუშავეთ ბლოგის გაფორმებაზე.
воскресенье, 12 июня 2016 г.
суббота, 11 июня 2016 г.
воскресенье, 5 июня 2016 г.
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგზე მეორე დღეს გავეცანი პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას.
პროექტებზე მუშაობისათვის შევქმენი ელექტრო პორტფოლიო, გავეცანი პროექტის ბუკლეტის ნიმუშებს, ჩემი პროექტის ბუკლეტი შევქმენი, ვისწავლე ახალი ბლოგის შექმნა, ერთ -ერთ ასეთ ბლოგზე ვიმუშავეთ სურათების ატვირთვაზე, ტექსტის დადებაზე და ვიდეოს განთავსებაზე. ბოლოს ბლოგზე განვათავსე დევანდელი დღის რეფლექსია.
Подписаться на:
Сообщения (Atom)