вторник, 21 июня 2016 г.

პროექტის მეცხრე დღე

დღეს ჩვენი პროექტის ფასილიტაციის ნიმუშები შევქმენით, დავასრულეთ სახელმძღვანელოზე მუშაობა, გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაციები.
ბლოგზე განვათავსეთ პორტფოლიო.
პროექტებით სწავლება მოსწავლეებისაგან დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა მიღებული შედეგი ძალისხმევას სავსებით ამართლებს, კვლევები ცხადყოფს, რომ ასეთი სწავლების დროს მოსწავლეები მეტად არიან ჩართულები სწავლის პროცესში, რადგან ეს მათ ყოფა-ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.
ტრენინგით ვისწავლე პროექტების შექმნა, ძალიან საინტერესო  და სასიამოვნო იყო მუშაობა, რუსას დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

понедельник, 20 июня 2016 г.

პროექტის მერვე დღე

კიდევ ერთხელ განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.  მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე შევქმენით იდნივიდუალური ბარათები. პროექტის გეგმა განვიხილეთ თავიდან ბოლომდე. გადმოვიწერეთ დამატებითი რესურსები პროექტის საბოლოო სახით დასრულებისათვის. ძალიან ნაყოფიერი დღე გვქონდა.

пятница, 17 июня 2016 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს განვიხილეთ პროექტების სწავლების მე-5 მოდული, მოსწავლეთა პროექტების შეფასება,  ჩვენი პროექტისათვის შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები, ვიმუშავეთ შეფასების მოკლე მონახაზზე. დავათვალიერეთ სხვადასხვა ნიმუშები მოსწავლეთა პროექტების შეფასების რუბრიკებისა. დავალება გვაქვს მოსწავლის გაზეთის, ჯგუფური მუშაობის , თვითშეფასების და ურთიერთშეფასების და პრეზენტაციის შეფასების  რუბრიკების შედგენა.

вторник, 14 июня 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე


დღეს განვიხილეთ შექმნილი პრეზენტაციები, მივიღეთ უკუკავშირი კოლეგებისაგან, ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შერჩევა. ვიმუშავეთ ბლოგის გაფორმებაზე.

воскресенье, 12 июня 2016 г.

პროექტის მეოთხე დღე
დღეს ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებზე, გავეცანით
პროექტის შეფასების გეგმას, შევადგინეთ შეფასების მოკლე მონახაზი, განვიხილეთ  შეფასების ნიმუშები.

суббота, 11 июня 2016 г.

ტრენინგის მესამე დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე, შევავსეთ პროექტის შინაარსი შაბლონზე, ვიმუშავეთ გეგმის მიზნებსა და მისაღწევ შედეგებზე, შესაბამისი  სტანდარტები მივუსადაგეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან, განვიხილეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებზე.

воскресенье, 5 июня 2016 г.

ტრენინგის მეორე დღე





ტრენინგზე მეორე დღეს გავეცანი პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას.
პროექტებზე მუშაობისათვის შევქმენი ელექტრო პორტფოლიო, გავეცანი პროექტის ბუკლეტის ნიმუშებს, ჩემი პროექტის ბუკლეტი შევქმენი,  ვისწავლე ახალი ბლოგის შექმნა,  ერთ -ერთ ასეთ ბლოგზე ვიმუშავეთ სურათების ატვირთვაზე, ტექსტის დადებაზე და  ვიდეოს განთავსებაზე. ბოლოს ბლოგზე განვათავსე  დევანდელი დღის რეფლექსია.